00:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 16:24:35, 1034 ნახვა

ეკონომიკა
ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი „Georgia Investor Day in London” მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ტარდება, სადაც პრემიერ-მინისტრი 130-მდე პოტენციურ ინვესტორს სიტყვით მიმართავს.

კვირიკაშვილი ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და მიმდინარე პროექტებში ინვესტირების შესაძლებლობებს გააცნობს.

ღონისძიება ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მიერ ბრიტანეთის უდიდესი კომერციული ბანკის “Barclays”-ის, შვეიცარიული ფინანსური კონგლომერატის „UBS“-ისა  და უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო ბანკის „J.P. Morgan“-ის მხარდაჭერით დაიგეგმა.

ღონისძიებას ესწრებიან წამყვანი ბრიტანული საინვესტიციო ფონდების, ბანკებების, ფინანსური ინსტიტუტებისა რეგიონში პროექტების განხორციელებით დაინტერესებული კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.

ფორუმის მონაწილეები არიან ასევე მსხვილი ქართული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომელთაც ღონისძიების ოფიციალური ნაწილისა და პრეზენტაციების შემდეგ საშუალება მიეცემათ B2B ფორმატის სესიისას პირისპირ შეხვედრები გამართონ ბრიტანულ კომპანიებთან, გააცნონ თავიანთი მიმდინარე და სამომავლო საინვესტიციო პროექტები და განიხილონ თანამშრომლობის პერსპექტივები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics