23:26 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 15:43:26, 595 ნახვა

საზოგადოება
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის უფროსკლასელები სასწრაფო დახმარების ცენტრს ესტუმრნენ

 თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრენინგცენტრში მოსწავლეები პირველად სარეანიმაციო ღონისძიებებს გაეცნენ და მანიკენებზე თავად სცადეს სამედიცინო  დახმარებისთვის აუცილებელი ელემენტარული მანიპულაციის ჩატარება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის გიორგი ბუთხუზის განცხადებით, დღესდღეობით საზოგადოებაში გაზრდილია ინტერესი ცენტრის საქმიანობის მიმართ.

 დღევანდელი ღონისძიება საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. სკოლის მოსწავლეები გაეცნენ იმ ღონისძიებებს, რომელიც აუცილებელია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. მისივე თქმი უკვე იციან ის ელემენტარული მანიპულაციები, რომელიც, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გამოადგეთ.

როგორც მოსწავლეებმა განაცხადეს, ასეთი ტრენინგი მათთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა, თავად აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, როცა ახლობელისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა გახდეს საჭირო.

დღესვე ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა სოციალურ აქცია „მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“ შეუერთდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics