|
2016-05-12 18:24:19, 603 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაშვილი: უმრვალსეობა ცდილობს გომელაური უხერხული სიტუაციიდან გამოაძვრინოს
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დღეს დეპუტატები სავარაუდოდ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს ვერ მოუსმენენ. როგორც ნადირაშვილმა განაცხადა, პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, რომელიც დიდხანს გაგრძელდება და სავარაუდოდ დეპუტატები ვახტანგ გომელაურს ისევ ვერ მოუსმენენ. ნადირაშვილის თქმით, უმრვალსეობა ცდილობს ვახტანგ გომელაური უხერხული სიტუაციიდან გამოაძვრინოს. “უმრავლესობამ დღევანდელი დღე სპეციალურად შეარჩია გომელაურის მოსასმენად. იციან, რომ მიმდინარე კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნებოდა ხანგრძლივი განხილვის საგანი. უმრვლესობამ სპეციალურად შეარჩია ეს დღე, რომ გომელაურისთვის კიდევ ერთხელ აეცილებინათ თავიდან უმცირესობის მხრიდან დასმული ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკული კითხვები", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტში დღეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურის წლიური ანგარიშით წარდგენაა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)