11:16 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 20:10:06, 634 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაშვილი საარჩევნო სისტემის რეფორმაზე უმრავლესობის საკონსტიტუციო წინადადებას ”არაკვალიფიციურად მომზადებულს” უწოდებს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირმა ნადირაშვილი საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო წინადადებას ”არაკვალიფიციურად მომზადებულს” უწოდებს.

”ეს არის ძალიან არაკვალიფიციურად მომზადებული დოკუმენტი და არც მიკვირს. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბოლო წუთამდე მიგეყვანათ საქმე და პარლამენტს ხანგრძლივი პერიოდით მსჯელობის საშუალება არ ჰქონოდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. სამი წლის განმავლობაში მე მოვისმინე არაერთი არასერიოზული მსჯელობა, მაგალითად, მეხრეების კანონზე, რა ხმაზე უნდა იყოს დაყენებული, რომ ადამიანები არ შეწუხდნენ, ასევე ხუთი წლის ბავშვები დატოვეთ სკოლის გარეთ. თქვენი ერთადერთი მიზანი არის შეინარჩუნოთ მაჟორიტარები რეგიონებში, რადგან თქვენი რეიტინგები მიდის ქვემოთ და იცით, რომ არჩევნებს ვერ მოიგებთ. თქვენ ახლა კი აცხადებთ, რომ 2020 წლიდან გინდათ სისტემის შეცვლა, მაგრამ არც მაშინ გენდომებათ“, - მიმართა ნადირაშვილმა უმრავლესობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics