|
2016-05-11 17:40:58, 728 ნახვა
საზოგადოება
კომპანია Bredent medical თბილისის ზოოპარკის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას ატარებს
მიმდინარე წლის 13-დან 15 მაისის ჩათვლით, გერმანული კომპანია Bredent medical-ის სერტიფიცირებული ექიმები ინოვაციური მეთოდებისა და უახლესი მასალების გამოყენებით საჩვენებელ ოპერაციებს ჩაატარებენ. Bredent medical ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში დენტალური იმპლანტების წარმოების სფეროში. ოპერაციებს დაესწრებიან საქართველოდან და სომხეთიდან მოწვეული ექიმები. შემოსული თანხა ჩაირიცხება 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებული თბილისის ზოოპარკის საქველმოქმედო ფონდში. ოპერაციებს გააკეთებენ: იმპლანტოლოგი სომხეთიდან დავიდ გალსტიანი (კლინიკა „დავიდენტი") და ყბა-სახის ქირურგი საქართველოდან მაია კივილაძე (კლინიკა „ეკსნერი და კომპანია"). ჩატარდება შემდეგი სახის ოპერაციები: Bredent medical-ის კონცეფცია Fast & Fixed გვთავაზობს ერთ ეტაპად, ოპერაციული ჩარევის დამთავრებისთანავე, ღეჭვის ფუნქციის სრულყოფილ აღდგენას უკბილო ყბების მქონე პაციენტებში. აღნიშნული მეთოდით სულ რაღაც 4 საათშია შესაძლებელი იმპლანტებისა და მოუხსნელი კონსტრუქციის პროთეზის დაყენება. ამასთან, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ძვლის არასაკმარის მოცულობას, რაც პრობლემას ქმნის ტრადიციულ იმპლანტოლოგიაში; კომპანია Bredent medical-ის წარმოების ცირკონის იმპლანტის White SKY დაყენება. White SKY ბიოშეთავსებადი მასალის, ცირკონის ოქსიდის ერთკომპონენტიანი იმპლანტია. ამ მასალისგან შექმნილი იმპლანტები რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებსაც ალერგია აქვთ მეტალზე. ცირკონის იმპლანტები იდეალური ვარიანტია ფრონტალური ჯგუფის კბილების იმპლანტაციის დროს, როდესაც ღიმილის მაღალი ხაზის, ან ღრძილის თხელი ბიოტიპის შემთხვევაში შესაძლებელია რბილი ქსოვილებიდან მეტალის ფერის გამჭოლობა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)