|
2016-05-11 11:28:10, 594 ნახვა
საზოგადოება
მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრს ბელარუსის დელეგაცია ეწვია
ბელარუსის რესპუბლიკის დეგელაცია მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია. დეგელაციის წევრებს ცენტრში საზოგადოებრივი პროექტის – ”ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში” – დირექტორმა მარიამ ძაგნიძემ უმასპინძლა. სტუმრები საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობასა და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ბელარუსის რესპუბლიკის იურიდიულ პირთა და ინდივიდუალურ მეწარმეთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ხელმძღვანელი დიმიტრი კოვალენკო, კონსულტანტი ინა ლეუსი და მთავარი სპეციალისტი ოლგა კურეცი. ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. სტუმრები გაეცნენ ქვეყანაში მოქმედ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემას და ელექტრონული მმართველობის, ერთი ფანჯრისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპებს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)