09:56 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 16:51:29, 662 ნახვა

პოლიტიკა
ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას, თომას ჰამერბერგი სოხუმში შეისწავლის

„მე ვუთხარი პრემიერს, რომ მივემგზავრები სოხუმში, რათა შევაფასო ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება ადგილზე“, - ეს განცხადება სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წამომადგენელმა თომას ჰამერბერგმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე თომას ჰამბერგმა და გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას. ყურადღება გამახვილდა  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დადგენილებაზე, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეეხება.

„შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ადამიანის უფლებების მდგომარეობა. მე ვუთხარი პრემიერს, რომ მივემგზავრები სოხუმში, რათა შევაფასო ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება ადგილზე. ეს  იქნება მნიშვნელოვანი ანგარიშისთვის, რომელიც მოგვიანებით გამოიცემა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე," - განაცხადა თომას ჰამარბერგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics