09:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 13:11:52, 1236 ნახვა

კომენტარი
ლუკა კურტანიძე: თუ სპორტის აკვანი სადმე ირწევა, ესაა გორი და იქ სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულს საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, დეპუტეტბმა  გორში სპორტული კომპლექსის აშენების აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

მათ  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს სთხოვეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელონ. კაკაურიძის თქმით, არსებული ბიუჯეტი საქართველოს ყველა ქალაქში სპორტული კომპლექსის აშენების საშუალებას არ იძლევა, თუმცა 4 ქალაქში ასეთი კომპლექსი აუცილებლად აშენდება:

„ვერ ვიზამთ იმას, რომ ყველა ქალაქში აშენდეს სპორტული კომპლექსი. შეუძლებელია 1-5 წელიწადსშ ყველა ქალაქში გაკეთდეს. თუმცა 4 ქალაქში საქართველოში სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს. ერთად გადავწყვიტოთ, გორში, თუ რომელიმე სხვა ქალაქში“,-აღნიშნა  კაკაურიძემ.

დეპუტატ ლუკა კურტანიძის თქმით, გორი არის ის ქალაქი, სადაც სპორტი ყველაზე მეტადაა განვითარებული და სპორტული  კომპლექსი იქ  აუცილებლად უნდა იყოს:

„გვესმის, რომ ერთბაშად ვერ მოხერხდება, მაგრამ მზაობა იმისა, რომ შეძლებისდაგვარად საქართველოში ეს პროექტი განხორციელდეს, ძალიან კარგია, მაგრამ თუ შედარებას გავაკეთებთ, თუ სპორტის აკვანი ირწევა სადმე, ეს არის ქალაქი  გორი“,-განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე  დეპუტატებს "საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების" ანგარიშსს აცნობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics