|
2016-05-09 15:21:21, 643 ნახვა
საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 125 300 ლარი გამოიყო. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მედიკამენტების ვაუჩერი გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ნიკოლოზ ნარუსლიშვილს პირადად ჩუტანა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. აღნიშნულ პროექტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომპანია „ავერსი - ფარმასთან" ერთად ახორციელებს. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ფუნქციონირებს კორპორატიული პასუხისმგებლობის კლუბი, რომელშიც გაწევრიანებულნი არიან კერძო ბიზნესორგანიზაციები. მათ შორისაა ფარმაცევტული კომპანია „ ავერსი - ფარმა", რომელმაც გამოხატა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის მედიკამენტებით უზრუნველყოფაში",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მიიჩნევს, რომ ეს ერთჯერადი დახმარება ომის მონაწილეებს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)