|
2016-05-09 11:40:49, 598 ნახვა
პოლიტიკა
ნარმანია: თითოეული ჩვენგანის ვალია გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის ამაგი ჩადეს
„თითოეული ჩვენგანის ვალია ყოველთვის მოვიდეთ და ყოველთვის გავიხსენოთ ისინი, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის ამაგი ჩადეს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს ვაკი ს პარკში განუცხადა, სადაც ფაშიზმე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. მისივე თქმით, დღევანდელი დღე საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს მშვიდობისთვის და თითოეული ჩვენგანის ვალია ყოველთვის მოვიდეთ, ყოველთვის გავიხსენოთ ისინი და პატივი ვცეთ იმ ამაგს, რა ამაგიც ამ ადამიანებს გააჩნიათ ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის გარდა, ვაკის პარკში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და ოპოზიციური პარტია „დემოკარტიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)