23:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 12:17:10, 951 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ სტუდენტები პოტენციურ ინვესტორებს პრეზენტაციებს წარუდგენენ

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის თანამშრომლობის შედეგად, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის „სტრატეგიული მენეჯმენტის“ კურსი შემუშავდა. 

აღნიშნული კურსის ფარგლებში საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტებმა მოამზადეს ინოვაციური პროდუქტების და იდეების სტრატეგიული განვითარების გეგმები. დღეს საუკეთესო სტუდენტებმა გამართეს საჯარო პრეზენტაციები ტექნოპარკში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, პოტენციური ინვესტორები და კერძო კომპანიის წარმომადგენლები. „სტრატეგიული მენეჯმენტის“ კურსს ალექსანდრე ჯეჯელავა და ნათია ზედგინიძე უძღვებოდნენ.

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტების განვითარებას, როგორც განათლების ასევე დასაქმების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალგზარდა თაობას ქონდეს მოტივაცია შეიმუშაოს ინოვაციური პროდუქტები და სტრატეგიული განვითარების გეგმები. რომელსაც შემდგომ დაინტერესებული ინვესტორები თუ კერძო კომპანიები, დააფინანსებენ და განახორციელებენ. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი კი ხელს უწყობს თავის სტუდენტებს, მათი  იდეები და ხედვები მაქსიმალურად განხორციელდეს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის რექტორმა აკაკი ხელაძემ.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.bog.edu.ge

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics