11:33 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 15:43:24, 732 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი: მე ნუ დამაბრალებთ, რომ ნინო გვენეტაძის მოსასმენად 15 წევრიდან მხოლოდ 6 გამოცხადდა

"მე ნუ დამაბრალებთ, რომ ნინო გვენეტაძის მოსასმენად 15-წევრიდან, მხოლოდ 6 გამოცხადდა",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ქუცნაშვილის თქმით, თავად ფრაქციის სხდომას დაესწრება, მაგრამ ნინო გვენეტაძის კანდიდატურის  გარშემო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.
 "დავესწრები და ვიღებ ამ დახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობას.იურიდიული კომიტეტის სხდომაზე თუ ვინმეს მისვლის სურვილი ჰქონდა,  გზა ხსნილი იყო. ასე რომ, მე ნუ დამაბრალებენ იმას, რომ 15-წევრიდან მხოლოდ 6 გამოცხადდა.დავესწრები ფარქციის სხდომას, მივმართავ ჩემს კოლეგებს, მაგრამ კანდიდატურის გარშემო განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებ, რომ გავლენა არ მოვახდინო და არ შევზღუდო ჩემი კოლეგები გადაწყვეტილების ჩამოყალიბებაში.  ასე რომ, მე ამას ვეძახი არა პროტესტს, არამედ ახალი პოლიტიკური კულტურის გამოვლინებას",-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნინო გვენეტაძის მოსასმენად პარლამენტში დეპუტატები არ მივიდნენ. ქვორუმისთვის 8 კაცი იყო საჭირო, თუმცა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ 6 დეპუტატი გამოცხადდა. შესაბამისად, ნინო გვენეტაძის პირველი მოსმენა ჩაიშალა.
სხდომაზე არ მივიდა დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილიც, რომელიც ნინო გვენეტაძის მსგავსად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იყო წარდგენილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics