|
2016-05-06 12:38:45, 671 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია ირაკლი ოქრუაშვილსა და მის გუნდს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ოქრუაშვილს გუნდებს შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირების მიზეზი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის იმპიჩმენტის საკითხია, რასაც ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელები ითხოვენ. დღეს გორის საკრებულოს სხდომას „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დაესწრო. ის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს, ირაკლი ოქრუაშვილს და „ქართულ ოცნებას“ გარიგებაში ადანაშაულებს. საკრებულომ სხდომაზე სამანდატო -საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის, თამარ თედლიაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილოს, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია. ამ ფაქტს ალასანია მისი პარტიის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას უწოდებს. იმპიჩმენტის მოთხოვნა საკრებულოს აპარატში ირაკლი ოქრუაშილის პარტიის წარმომადგენლებმა შეიტანეს. ირაკლი ოქრუაშილი საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე წუთით, მას შემდეგ მივიდა, რაც ალასანიამ სხდომა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)