|
2016-05-06 10:03:13, 523 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითღ ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა. უსუფაშვილის თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით. ამასთან, როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების ბორის სილევიჩის და კერსტინ ლუნდგრენის ვიზიტი საქართველოში გრძელდება.
მათივე ინფორმაციით, სტუმრებს სამუშაო ვახშამზე დავით უსუფაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით უახლოეს მომავალში ისარგებლოს. საუბარი შეეხო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, ასევე, მის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესები და ქვეყანაში არსებული მედიაგარემო მიმოხილეს და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)