|
2016-05-05 19:42:37, 653 ნახვა
პოლიტიკა
კობა სუბელიანი ვაშაძეზე: წასულებზე ცუდს არ ლაპარაკობენ
წასულებზე ცუდს არ ლაპარაკობენ, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კობა სუბელიანი გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას. როგორც კობა სუბელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დასანანია, როდესაც ადამიანს, საარჩევნო სიის ათეულში ყოფნა სურს, გუნდისგან მიიღებს უარს და ასეთ ნაბიჯს გადადგამს. კითხვაზე, ეთანხმება თუ არა თანაგუნდელების მოსაზრებას, რომ ვაშაძის წასვლა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდება, სუბელიანი ამბობს, რომ ხელაღებით ვერავის დაადანაშაულებს, თუმცა ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილის წისქვილზე დაასხმას წყალს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სუბელიანის თქმით, პოლიტსაბჭოზე საუბარი შეეხება საარჩევნო გეგმებს და რაიონული ორგანიზაციების მუშაობის საკითხს. შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და პარტიის ლიდერებს - გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძეს, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილსა და გოკა გაბაშვილს დაუპირისპირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)