|
2016-05-05 16:02:06, 655 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: გერმანული მოდელის სახეცვლილება შესაძლებელია
საარჩევნო სისტემის რეფორმას ჩვენ - „თავისუფალი დემოკრატების“ 2009 წელსაც ვუჭერდით მხარს, - ასე გამოეხმაურა ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხს. ჩიქოვანის თქმით, ეს იყო გერმანული მოდელი რომელიც მათ ხელისუფლებას შესთავაზეს. „საარჩევნო სისტემის რეფორმას ჩვენ - „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს ვუჭერდით 2009 წელს. გერმანული მოდელი იყო ჩვენი მხრიდან ერთ-ერთი შეთავაზება რომ რეალურად, ადეკვატურად და სამართლინად შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა. არსებული საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში გერმანული მოდელის სახეცვლილება შესაძლებელია, ვინაიდან ეს არის ორგანული კანონი“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. ცნობისთვის, ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საპარალამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)