|
2016-05-05 14:41:42, 534 ნახვა
პოლიტიკა
აგულაშვილი: ჩვეულებრივი პროცესია წინასაარჩევნოდ, როდესაც ადამიანები ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობები უკეთ დაინახონ
„ეს არც პროცესის დასაწყისია და არც დასასრული, აღნიშნული ინფორმაცია ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის შემადგენელ ნაწილად მივიღე“,-ასე შეაფასა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გიორგი ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება. მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ადამიანები ცდილობენ, საკუთარი როლი, შესაძლებლობები უკეთ დაინახონ. „მე მგონია, რომ ეს არც პროცესის დასაწყისია და არც პროცესის დასასრული. ჩვენ კიდევ ვნახავთ, ამ პროცესებში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ან დატოვებენ ამა თუ იმ პარტიას, ან არ დატოვებენ. ეს ჩვეულებრივი პროცესია წინასაარჩევნოდ, როდესაც ადამიანები ცდილობენ საკუთარი როლი, ფუნქცია, შესაძლებლობები უკეთ დაინახონ, თუმცა ყოველთვის კონსენსუსის მიღწევა აქ არ ხერხდება ხოლმე. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ ერთი ჯგუფი გამოეყო, არვიცი ეს პროცესი გაგრძელდება თუა, ეს მათი საფიქრალია, მე არც გამხარებია ეს ინფორმაცია და არც მწყენია. მივიღე ნეიტრალურად. ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის შემადგენელ ნაწილად“,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)