|
2016-05-05 14:36:58, 578 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი: არ მაქვს ინფორმაცია აპირებს თუ არა გიორგი ვაშაძე პარტიის დაფუძნებას მიხეილ სააკაშვილთან ერთად
არ მაქვს ინფორმაცია აპირებს თუ არა გიორგი ვაშაძე პარტიის დაფუძნებას მიხეილ სააკაშვილთან ერთად, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთ ლიდერ მიხეილ მაჭავარიანს ინფორმაცია არ აქვს. როგორც მაჭავარიანმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტსაბჭომ პარტიის ახალი თავმჯდომარე იმის გამო არ აირჩია, რომ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს. მისივე თქმით, პარტიის საქმიანობაში სააკაშვილი კონსულტაციების დონეზეა ჩართული. „ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. იმის მიუხედავად, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს ენმ-ს პოლიტსაბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი თავმჯდომარე არ ავირჩიეთ. ვაშაძისა და სააკაშვილის პარტიის შექმნაზე ინფორმაცია არ მაქვს. პარტიის საქმიანობაში ჩართვას მას კანონი უკრძალავს, თუმცა რა თქმა უნდა ის კონსულტაციის ფორმატში ჩართულია“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მიხეილ მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და პარტიის ლიდერებს - გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძეს, მიხეილ მაჭავიანს, გოკა გაბაშვილსა და ხათუნა გოგორიშვილს დაუპირისპირდა. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, შესაძლოა გიორგი ვაშაძემ პარტია მიხეილ სააკაშვილთან ერთად დააფუძნოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)