|
2016-05-05 11:24:27, 617 ნახვა
პოლიტიკა
მიიღებს თუ არა პაატა ბურჭულაძე არჩევნებში მონაწილეობას სავარაუდოდ 7-10 დღეში გადაწყდება
პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების ფონდი“ არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, - ამის შესახებ ფონდის სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით ჯანდიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჯანდიერის განცხადებით, პაატა ბურჭულაძე აღნიშნულ საკითხზე გუნდთან ერთად იმსჯელებს. მისივე თქმით, „7-10 დღის განმავლობაში პოზიცია იქნება ჩამოყალიბებული“. „ის განწყობა რომელიც არის მოსახლეობაშია ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ხელისუფლებას მართვის რესურსი ამოწურული აქვს. მოსახლეობა ვერ უყურებს შექმნილ პოლიტიკურ სპეტრში ერთგვარ ძალას, რომელზეც გააკეთებდა არჩევანს. რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. თუმცა გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული არ არის. ბატონი პაატა იმსჯელებს გუნდთან ერთად. კვლავ გააგრძელებს მსჯელობას რამდენიმე დღის განმავლობაში და საბოლოოდ შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც იქნება მიღებული. ვნახოთ ეს პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება. სავარაუდოდ ერთი კვირა - 10 დღის განმავლობაში ეს იდეა ჩამოყალიბებული იქნება“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)