|
2016-05-05 11:00:34, 574 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობა სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტზე მუშაობას იწყებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების, ასევე ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით, მთავრობა სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტზე მუშაობას იწყებს. როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა. მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე ახმეტის, თუშეთის, მესტიისა და მულახის განვითარებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს და სპეციალურ პაკეტს დაამტკიცებს, რაც აღნიშნული მიმართულებების სივრცით-ტერიტორიული მოწყობის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნას გულისხმობს. „აღნიშნული მიმართულებები გეგმურად, კანონზომიერად განვითარდება, რათა ერთის მხრივ, შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობა და იქ არსებული უნიკალური ეკოსისტემა, ხოლო მეორეს მხრივ განვითარდეს ტურისტული პოტენციალი. განვითარება უნდა მოხდეს არა სტიქიურად, არამედ გეგმაზომიერად, სივრცითი მოწყობის გეგმიდან გამომდინარე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)