|
2016-05-04 11:28:03, 573 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ძნელია, ბოლომდე ვიზეიმოთ შეიარაღებული ძალების 25 წელი, როდესაც ქვეყნის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია
ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სიტყვით მიმართა. მან პარლამენტის სახელით შეიარაღებულ ძალებს იუბილე მიულოცა და განაცხადა, რომ ეს არის დღე, როდესაც საქართველო ერთიანია. "ძნელია, ბოლომდე ვიზეიმოთ შეიარაღებული ძალების 25 წელი, როდესაც ქვეყნის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. ჩვენი სახელმწიფო არ არის მთლიანი, მაგრამ ეს მისია, მე მგონი, თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო გვაძლიერებს, მეტ შემართებას გვმატებს და გვამხნევებს, რადგან ჩვენი ვალი სამშობლოს წინაშე პოლიტიკოსებს, სამხედროებს, მოქალაქეებს ჯერ კიდევ მოსახდელი გვაქვს. ეს არის ყველაზე საპატიო ვალი, ჩვენი სამშობლოს დაცვა, გამთლიანება და მშვიდობის უზრუნველყოფა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)