|
2016-05-03 17:42:55, 518 ნახვა
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" მერიასთან ბოტანიკური ბაღის აუქციონის საწინაამდეგო აქციას მართავს
თბილისის მერიის წინ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებული აუქციონის საწინაამდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები მართავენ. მერიასთან უსაფრთხოების სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების მიერ დამონტაჟებულია მონიტორი, სადაც აუქციონის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ. ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია მინიმალურ ფასად, 6 326 495 ლარად, გაიყიდა. აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი მონაწილეობდა, რომელმაც ფასი მხოლოდ ერთხელ შესთავაზა და მიწის ნაკვეთი საბოლოოდ შეთავაზებულ ფასად გაიყიდა. მყიდველის ოფიციალური ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, იმის გამო, რომ აუქციონი მოკლე ვადაში ჩატარდა და ერთი მყიდველი მონაწილეობდა, ასევე ივანიშვილის ინტერესების გათვალისწინებით, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მიწა ივანიშვილის საკუთრება გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)