|
2016-05-03 17:34:08, 704 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია გაიყიდა
ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია 6 326 495 ლარად, გაიყიდა. აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი მონაწილეობდა, რომელმაც ფასი მხოლოდ ერთხელ შესთავაზა და მიწის ნაკვეთი საბოლოოდ შეთავაზებულ ფასად გაიყიდა. მყიდველის ოფიციალური ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, იმის გამო, რომ აუქციონი მოკლე ვადაში ჩატარდა და ერთი მყიდველი მონაწილეობდა, ასევე ივანიშვილის ინტერესების გათვალისწინებით, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მიწა ივანიშვილის საკუთრება გახდება. „ნაციონალური მოძრაობა“ მერიას მოუწოდებს, დროულად გამოაქვეყნოს იმ სუბიექტის ვინაობა, ვინც მიწა ფორმალურად შეიძინა. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადი ერთადერთ კომპანიას, ფინსერვისს, ჰქონდა შეტანილი. „ნაციონალური მოძროაბის“ წევრები ამ წუთებში დედაქალაქის მერიასთან საპროტეტსო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ აუქციონი უკანონოდ ჩატარდა. მერიის წინ საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)