|
2016-05-03 12:45:14, 554 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის კულტურის პრეზენტაცია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ოფისში, პარიზში, ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პრეზენტაცია საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საფრანგეთის აგრარული პალატის, პროფესიონალი სომელიეების, ენოლოგების, ღვინის ჟურნალისტებისა და ბლოგერების, UNESCO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე გაიმართა. მათივე ინფორმაციით, გამოფენის მიზანი იყო ქართული ღვინის წარდგენა პროფესიონალებისა და ფართო საზოგადოების წინაშე. ქართული ღვინის დეგუსტაციის პარალელურად, OIV-ში ასევე გაიმართა გამოფენა ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ - "მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა", სადაც წარმოდგენილი იყო საფრანგეთის მუზეუმში დაცული ფრანგი ეთნოგრაფების ჟოზეფ დე ბაისა და ჰუგო კრაფტის მიერ 1897-1903 წლებში გადაღებული ფოტოები. ფოტო-გამოფენას ორგანიზება კულტურული მემკვიდრეობის კურატორმა, ანა ჭეიშვილმა გაუკეთა. ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით OIV-ის გენერალურმა დირექტორმა ჟან-მარი ორანმა (Jean-Marie Aurand), საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა მიმართეს. ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია: „ჩელთი“,„შუხმან ვაინსი“, „შატო მუხრანი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „შუმი“, „კახური ღვინის მარანი“ „მეღვინეობა ხარება“, „კახური“, „ლუკასი“, „შალვინო“, „თბილღვინო“, „თელიანი ველი“, „ვაინმენი“, „მარანული“ და „ვინაგორი“. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV წარმოადგენს მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებულია 45 ქვეყანა. ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეღვინეობის დარგის ტექნიკური რეზოლუციებისა და სტანდარტების შემუშავება-ჰარმონიზაცია, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და ზოგადად დარგის განვითარებაზე ზრუნვა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)