|
2016-05-03 11:58:31, 577 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს წარმომადგენლები დღეს თბილისს ესტუმრებიან
დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან, - ამის შესახებ ინფორმაცია საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს განახორციელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისში ვიზიტის დროს, თანამომხსენებლები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს, ასევე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებს, სახალხო დამცველსა და ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდებიან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქართულ დელეგაციასთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან, საპარლამენტო ფრაქციებთან, დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების ვიზიტი 5 მაისამდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)