|
2016-05-03 10:54:35, 648 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამართულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამართულ რეგიონალურ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. უწყების ინფორმაციით, ღონისძიება სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსა (INL) და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა. სწავლების მიზანი იყო ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ამ მიმართულებით თანამედროვე მეთოდების გაანალიზება და განხილვა, სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) სასწავლო აკადემიის ინსტრუქტორებმა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მეთოდების, საერთაშორისო დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევების, ორგანიზაციული საკითხების, ოპერატიული ღონისძიების დაგეგმვის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმოხილვის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. ტრენინგში, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, პარტნიორი ქვეყნების – ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის, ბულგარეთისა და რუმინეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)