11:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 10:03:10, 1603 ნახვა

მსოფლიო
ხარკოვში გლოვის დღეა

23 თებერვალი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანზე, ალექსანდრ ტურჩინოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.

შეგახსენებთ, ხარკოვში აფეთქება გუშინ იმ დროს მოხდა, როდესაც მარშის მონაწილეები სპორტის სასახლიდან თავისუფლების მოედნისკენ  უნდა დაძრულიყვნენ, სადაც აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.   

ტერორისტული  აქტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა, ტერაქტში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა ტიპის იარაღი, მათ შორის ყუმბარმტყორცნი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics