21:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 15:25:46, 864 ნახვა

სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრის კურსების გამოშვება დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ოცეულის სერჟანტთა შუალედური და სერჟანტთა მომზადების ძირითადი სასწავლო კურსები დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე დაესწრო და კურსდამთავრებულებს წვრთნების დასრულება მიულოცა.

უწყების ცნობით, საზეიმო ცერემონიალზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები.

ოცეულის სერჟანტთა შუალედური კურსი 45-მა სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა. სწავლება 13 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სერჟანტთა მომზადების ძირითადი სასწავლო კურსი კი, 85-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. 12-კვირიანი პროგრამის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა საცეცხლე და სამწყობრო მომზადება, თავდაცვის, თავდასხმისა და ქვედანაყოფის მართვის პროცედურები შეისწავლეს. კურსი მეთაურობის, ქვეითთა საბრძოლო ვარჯიშებისა და საპატრულო ოპერაციების შესრულებასაც მოიცავდა. 

საზეიმო ცერემონიალი სერტიფიკატების გადაცემით გაგრძელდა. შემდეგ კი, კურსდამთავრებულები გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მოძღვარმა, მამა გიორგიმ დალოცა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics