|
2016-04-28 11:46:49, 445 ნახვა
პოლიტიკა
სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია გაიმართა
საქართველოს გაერთიანებულმა პროფესიულმმა კავშირებმა, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე დასაქმებულები და აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან რეალური, ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას ითხოვენ. მათივე განცხადებით, ინსპექციამ სამუშაო ადგილზე შრომის, დაცვისა და სამართლიანი პირობების შესრულება უნდა გააკონტროლოს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და პროფესიული კავშირების წევრმა, თამაზ დოლენჯაშვილმა აღნიშნა, ისინი მოითხოვენ 8 საათიან გარანტირებულ სამუშაო დღეს, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების დისკრიმინაციული წესის შეცვლას, დასაქმებული ქალების შრომითი უფლებების გაუმჯობესებას, შრომითი უფლებების დაცვას და უმუშევრობის შემწეობის დაწესებას. პარლამენტის წინ მათ მოტანილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერით "ვილოცოთ გარდაცვლილთათვის", "იქნება სოლიდარობა ყველაფერი გამოვა", "შრომა სამართლიანობა სოლიდარობა", "შრომის ინსპექციის არარსებობა+დეკორაციული შრომის ინსპექცია". მათ ასევე სამუშაო ადგილზე დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ სანთლები დაანთეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)