|
2016-04-27 15:33:06, 385 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებულ მე-5 ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმში მონაწილეობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი აბაშიშვილმა ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და იმ სტრატეგიული პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა, რომლებსაც არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების, არამედ როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და სავაჭრო არეალის გაფართოებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გიორგი აბაშიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და მიმზიდველობაზე. ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ორმხრივი შეხვედრები გერმანიის სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში ადგილობრივ მკვლევარებთანაც გამართა. ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი კონრად ადენაუერის ფონდის ინიციატივით 2012 წლიდან იმართება და წელს მას ბერლინი პირველად მასპინძლობს. ფორუმი საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თანაორგანიზატორობითა და ბერლინში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)