|
2016-04-27 15:22:40, 407 ნახვა
პოლიტიკა
ქანთარია: „ნაცმოძრაობამ“ ფლორისა და ფაუნის მიმართ დაგვიანებული სიყვარული გამოავლინა
„ნაცმოძრაობამ“ ფლორისა და ფაუნის დაგვიანებული სიყვარული გამოავლინა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, საარჩევნო არღანი უკვე დატრიალებულია და ხმის წარმოჩენას ყველა ცდილობს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“. „ამ პარტიამ ფლორისა და ფაუნის მიმართ დაგვიანებული სიყვარული გამოავლინა. მათი მხრიდან ერთი ხის გადარგვაზე სისხლის ცრემლები იყო დაღვრილი. ახლა ავიწყდებათ, რომ მივიდნენ და წყალი დაუსხან და ნახონ, რა დღეშია. ახლა ბოტანიკურ ბაღზე ატყდა ამბავი და 4 ჰა ბაღს ჩამოეჭრა. საქმე რაში ყოფილა? თურმე, ივანიშვილს იმ ადგილას რამდენიმე პროექტი აქვს განსახორციელებელი და უნდა, რომ ჰაერს და წყლის პრივატიზაცია გაუკეთოს“,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. როგორც ქანთარიამ განაცხადა, საქართველო დაბრმავებული არ არის, რომ დაივიწყოს რაც ხდებოდა. მანვე დასძინა, რომ ცოცხები არავის მონატრებია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)