|
2016-04-27 15:08:30, 526 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი, კავშირის "საფარი" წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლში სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრისას ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელსაც ადრეული ქორწინება წარმოშობს, ასევე, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა მიიღო. „საქართველოში ადრეული ქორწინება ჯერ კიდევ მწვავე პრობლემად რჩება, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა იცოდნენ, რა რისკებთანაა დაკავშირებული ადრეული ქორწინება, რა სასჯელია განსაზღვრული იმ პირებისათვის, ვინც არასრულწლოვანს მოიყვანს ცოლად", - განაცხადა სოფიო შამანიდმა.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)