|
2016-04-27 12:32:07, 407 ნახვა
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" 3 მაისამდე აქციებს წყვეტს
თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილები დაიშალნენ. აქციის მონაწილეების თქმით, თბილისის მთავრობას 3 მაისამდე აძლევენ დროს, რათა ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალონ. მათივე განცხადებით, ისინი მერიას არ მისცემენ საშუალებას, ბოტანიკური ბაღის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს გადაეცეს. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიასთან ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია შეძახილებით "მონებო" და სტვენით მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებდნენ, არსებული ინფორმაციით ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში გადავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, ისინი შენობაში პოლიციის თანამშრომლებმა არ შეუშვეს. სიტუაცია დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა. ერთ-ერთ შემთხვევის დროს აქციის მონაწილეებმა თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)