|
2016-04-26 17:52:43, 1087 ნახვა
საზოგადოება
ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში წიგნის და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, ყვარლისა და გურჯაანის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ამ სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა. ახალგაზრდები გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების ზოგად მიმოხილვას, საავტორო და მომიჯნავე უფლებების საკანონმდებლო რეგულირებას, ასევე, საავტორო უფლებებს საგამომცემლო საქმიანობაში. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიაში. კონფერენცია ორგანიზებულია, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ. კონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ, მონაწილეებს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და პროექტ “50 საჯარო მოხელე”-ს ფარგლებში გამოცემული სტატიათა კრებული. ასევე, ახალგაზრდებმა მიიღეს სასაჩუქრე ნაკრები „დანაშაულის პრევენციის ცენტრისგან“. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის, ნიკოლოზ გოგილიძის ინიცირებით, კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სამთვიანი სტაჟირება საქპატენტში.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)