|
2016-04-26 16:12:33, 467 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი იუსტიციის სამინისტროს რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა, რომლის მეორე სხდომა ბრიუსელში გაიმართა, რეზოლუცია მიიღო. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასოცირების კომიტეტი მიესალმა საქართველოს ძალისხმევას − უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. კომიტეტი სრულად აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეული რეფორმების წარმატებას და პროგრესს ყველა იმ სფეროში, რომელთაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ოთხივე ბლოკი მოიცავს და მიესალმება სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. როგორც ასოცირების კომიტეტმა აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიკაცია არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს. „ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, ისევე, როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, იმ პირობით, თუ ის დაიცავს დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ძირითად თავისუფლებებს, ადამიანისა და უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“, − ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. კომიტეტი მიესალმა 2016 წლის 9 მარტის წინადადებას, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს საქართველოსთვის სავიზო მოთხოვნების მოხსნისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)