|
2016-04-26 10:44:47, 463 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: რუსეთთან მიმართებაში განვიხილავთ საკითხებს და არა ემოციებს
„ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს რაციონალური დიალოგი რუსეთთან და ჩვენ მივალთ იმ ნიშნულამდე, როდესაც ჩვენ განვიხილავთ საკითხებს და არა ემოციებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა france 24-ის ეთერში განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ რუსეთთან დაკავშირებით ნათელი ხედვა აირჩია. „ჩვენ ავირჩიეთ ძალიან ნათელი ხედვა რუსეთთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორია, საქართველოს სახელმწიფო ოკუპირებულია რუსი სამხედროების მიერ. მათ შექმნეს ხელოვნური სახელმწიფოები ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიუღებელია, მაგრამ შემდეგ, თუ ხელახლა გავიაზრებთ და გადავხედავთ საერთო წარმოდგენას, თუ თქვენ საუბრობთ მომავალზე, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ამ განხილვების რაციონალური ნიშნები. არ მგონია, რომ მე ან პრემიერსა თუ პარლამენტის თავმჯდომარეს გვაქვს რაიმე განსხვავებული ხედვა რუსეთთან მიმართებით. ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს რაციონალური დიალოგი რუსეთთან და ჩვენ მივალთ იმ ნიშნულამდე, როდესაც ჩვენ განვიხილავთ საკითხებს და არა ემოციებს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)