|
2016-04-26 09:29:12, 478 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების გზაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უალტერნატიობას. აღინიშნა შეერთებული შტატების აქტიური როლი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში. საუბარი შეეხო საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს და შეაფასეს რეგიონში არსებული მდგომარეობა . პრემიერ-მინისტრმა სენატორს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი გააცნო. სენატორმა ჯონ მაკკეინმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისადმი მხარდაჭერა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)