|
2016-04-25 14:28:37, 547 ნახვა
საზოგადოება
კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ეწვია
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით და ორგანიზებით, საზოგადოებრივ ცენტრებში ცნობილი ადამიანების ვიზიტები გრძელდება. ამჯერად ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია. შეხვედრის პირველი ნაწილი გარემოს დაცვას, ეკოლოგიას, სამოქალაქო პასუხისმგებლობას და მოხალისეობრივ საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმო, ხოლო მეორე ნაწილში გოგა ჩანადირმა ფოტოხელოვნების მინიმალური სტანდარტები გააცნო შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებს. შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ფოტოხელოვანს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ადგილობრივი ახალგაზრდული ცხოვრებისა და ინტერესების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საზოგადოებრივ ცენტრებში ცნობილი ადამიანების ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება და სხვადასხვა სოფლების მოსახლეობას ექნება მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის მიღების საშუალება. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)