|
2016-04-25 11:15:43, 509 ნახვა
პოლიტიკა
ჯავახიშვილი ჟურნალისტებს: თქვენ გგონიათ, რომ მე მომრიგებელი მოსამართლე ვარ
თქვენ გგონიათ, რომ მე მომრიგებელი მოსამართლე ვარ, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით არის თუ არა მიზანშეწონილი საარჩვენო კამპანიის 5 თვით ადრე დაწყება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხუთთვიანი კამპანია სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ეს არ არის მიზანშეწონილი გადაწყვეტილება. „რასაკვირველია ხუთთვიანი კამპანია ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის. არ ვთვლი, რომ ამის აუცილებლობა არსებობს. ბოლოს და ბოლოს 25 წელია საარჩევნო რეჟიმში ვიმყოფებით და ასეთი პრაქტიკა ჯერ არ გვქონია“, - განაცხადა ჯავახიშვილმა. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია რომ ეს საკითხები მოლაპარაკებების რეჟიმში მოგვარდება და ყველაფერი ისე იქნება რაც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. „არც ამომრჩეველი და არც არჩევნებში მონაწილე სუბიექტები არ დაზარალდებიან“, - განმარტა ნოდარ ჯავახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)