|
2016-04-23 23:24:09, 755 ნახვა
საზოგადოება
კომპანია „არქი ჯგუფი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
კომპანია „არქი ჯგუფი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, დაახლოებით 20:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე კორპუსში „არქი თაუერი“ საწყობში ხანძარი დაფიქსირდა. „ხანძარს არ მოჰყოლია მსხვერპლი და არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახურების მუშაობის შედეგად, ხანძარი დროზე იქნა ლოკალიზებული. იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ კომპანია არქი ჯგუფის ყველა სახლი აშენებულია ენერგოეფექტური და ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკით - YTONG, ხანძარი არ გავრცელდა საწყობის გარდა სხვა პერიმეტრზე. თუმცა, კვამლიდან გამომდინარე, დაზიანდა გარე ფასადის გარკვეული ნაწილი, რომლის აღდგენასაც კომპანია უახლოეს დღეებში შეძლებს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ამ ეტაპზე კომპანიის წარმომადგენლები და კრიმინალისტები იკვლევენ. დამწვარია მხოლოდ საწყობში მდებარე სამშენებლო მასალა. არ დაზიანებულა არც ერთი მაცხოვრებლის ფართი. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ არქი ჯგუფის სამშენებლო პროცესი ყველა საერთაშორისო რეკომენდირებული ნორმის დაცვით მიმდინარეობს, ენერგოეფექტიური და ცეცხლამძლე მასალებით , რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ხანძრის მასიური გავრცელების რისკი , როგორც მშენებლობის ასევე ექსპლუატაციის პერიოდში”, - ნათქვამია „არქი ჯგუფის“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)