|
2016-04-23 16:30:23, 606 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინიტროს თანამშრომლებმა სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა ინიციატივით, შეგროვდა მხატვრული და სასწავლო ლიტერატურა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით, დღეს სამინისტროს სახელით, საგარეჯოს რაიონის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა. „იმედი გვაქვს, ჩვენი საჩუქარი გაახარებს ბიბლიოთეკის ერთგულ მკითხველებს, თვალწინ გადაუშლის მათ ახალ სამყაროს და დაეხმარება წარმატების მიღწევაში“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღედ 23 აპრილი იუნესკომ 1995 წელს ოფიციალურად გამოაცხადა, ხოლო მისი აღნიშვნა 1996 წლიდან დაიწყო. საქართველოში წიგნის საერთაშორისო დღე 2003 წლიდან აღინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)