|
2016-04-22 12:47:14, 601 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა დედამიწის დღე აღნიშნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, დედამიწის დღე რამდენიმე ქალაქში აღინიშნა. ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის გაიმართა ეკოლოგიის თემაზე დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენება-დისკუსიები და სემინარები გარემოს დაცვის საკითხებზე; მოისმინეს ინფორმაცია ნარჩენების მართვისა და გლობალური დათბობის შესახებ; ჩატარდა გასვლითი ტრენინგები ადგილობრივ კულტურისა და დასვენების პარკებში. 22 აპრილი დედამიწის დღეა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომელშიც ყოველწლიურად მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სხვადასხვა პროგრამები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)