|
2016-04-21 09:45:17, 581 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 12-წლამდელთა საკალათბურთო ტურნირი გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ რუსთავში დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 12-წლამდელთა ტურნირი გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირში მონაწილე 6 გუნდი კენჭისყრის შედეგად „ა“ და „ბ“ ქვეჯგუფებში გადანაწილდა. დღეს „ა“ ჯგუფში თბილისის „overtime” რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის საკალათბურთო გუნდ „რუსთავს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 69:68 დაამარცხა, ხოლო, „ბ“ ჯგუფში ორი თბილისური გუნდი შეხვდა ერთმანეთს, - თავდაცვის სამინისტროს 12-წლამდელთა გუნდმა „არმიამ“ ზაზა ფაჩულიას გუნდი „ზაზა“ ანგარიშით 56:46 დაამარცხა. ტურნირი 23 აპრილს დასრულდება. ტურნირის ბოლო დღეს ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეიოფში შეხვდებიან ერთმანეთს. ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ტურნირი ყოველწლიურად გაიმართება. ტურნირის მიზანი საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაცია, მოზარდ კალათბურთელთა ოსტატობის დონის ამაღლება და პერსპექტიული მოთამაშეების შერჩევაა.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)