|
2016-04-21 09:10:47, 610 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა სამეგრელოში პოლიციის ახალი შენობა და ნარკოლოგიური კაბინეტი გახსნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქალაქ სენაკში თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ნარკოლოგიური შემოწმების ახალი კაბინეტი გახსნა, სადაც ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების არსებობა უახლესი ნარკოტესტებით დადგინდება. ნარკოლოგიური შემოწმების ახალი სამსახურის გარდა, სენაკში კრიმინალისტთა ჯგუფი იმუშავებს, რომელიც დაქტილოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას ჩაატარებს. კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები, ერთიან ქსელთან დაკავშირებული სპეციალური სისტემების მეშვეობით, პიროვნების თითის ანაბეჭდებისა და ფოტოსურათის მონაცემთა ბაზასთან შედარება-იდენტიფიცირებას ოპერატიულად განახორციელებენ. კრიმინალისტიკური ჯგუფი ადგილობრივ სამართალდამცავ დანაყოფებს მოემსახურება. შინაგან საქმეთა მინისტრმა სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, ხობის რაიონული სამმართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილების ახალი შენობაც გახსნა. თანამედროვე სტანდარტების პოლიციის შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. ახალ შენობაში ჭალადიდის პოლიციის განყოფილების ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები, უბნის ინსპექტორები და დეტექტივ-გამომძიებლები იმუშავებენ.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)