10:53 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 12:13:52, 543 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკომიგრანტთა ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე წვდომასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ. 

უწყების ინფორმაციით, ხელშეკრულების საფუძველზე, აჭარის მთავრობას შესაძლებლობა მიეცემა სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების პროცესში სამინისტროში შექმნილი ეკომიგრანტთა ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზით ისარგებლოს. მათ ექნებათ საშუალება საკუთარი პროექტის ფარგლებში აწარმოონ და გამოიყენონ ბაზა.

აჭარის მთავრობამ 2016 წლის ბიუჯეტში აჭარაში რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების მიზნით 3 მილიონი ლარი გამოყო. 

ეკომიგრანტთა ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა 2015 წელს ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. 2016 წლიდან კი დაიწყო ბაზის ფორმირება. ბაზის საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების დამუშავება. საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებაზე განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღება და მათი შეფასება. აღნიშნული ბაზა იქნება ერთიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

ხელშეკრულების შესაბამისად, იმ ეკომიგრანტ ოჯახებს რომელთა განსახლება უნდა უზრუნველყოს დევნილთა სამინისტრომ, გარდა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისა, საშუალება მიეცემათ, განაცხადი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც შეავსონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics