10:51 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 09:41:08, 644 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ნონა გაფრინდაშვილის 75-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშების გახსნას დაესწრო.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება სასტუმრო „ინტურისტში" საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ გახსნა და აჭარის მთავრობას მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა აზმაიფარაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშებას მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„მოხარული ვარ, რომ ბათუმში 12 ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ქალბატონი იმყოფება, რომელთა შორის 4 ქართველია. მათგან კი ერთ-ერთი ჩვენი თანაქალაქელი ნინო ბაციაშვილია. მეამაყება, რომ სწორედ აჭარა მასპინძლობს შეჯიბრს, რომელიც ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონის ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილეს ეძღვნება", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ და წარმატებები უსურვა ტურნირის მონაწილეებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ჩემპიონატის მნიშვნელობას ბათუმის პოპულარიზაციის კუთხით და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე კიდევ ერთი გზავნილია 2018 წლის მსოფლიო ახალგაზრდული საჭადრაკო ფორუმის, რომელიც ბათუმში უნდა გაიამრთოს.

„გრან პრის" გათამაშებასთან ერთად ტურნირი ასევე ატარებს „ნონას თასის" ტიტულსაც. საჭადრაკო თამაშები ხვალიდან დაიწყება და 3 მაისამდე გაგრძელდება. მსგავსი ფორმატის ტურნირების ჩატარება კიდევ უფრო უწყობს ხელს ბათუმის საჭადრაკო ქალაქად ჩამოყალიბებას.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics