|
2016-04-18 18:22:57, 657 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი სეთურიძე დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი სეთურიძე დაინიშნა. გიორგი სეთურიძე 2016 წლის მარტიდან დღემდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი იყო. 2015-2016 წლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მრჩევლად ინფრასტრუქტურული პროექტების განხრით. 2011-2015 წლებში კამარა თრეიდინგ კორპორეიშენის (აშშ) გენერალურ დირექტორად. აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. გიორგი სეთურიძე 1969 წლის 10 იანვარს დაიბადა. დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ასევე, თბილისის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მაგისტრის წოდებით. სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)