|
2016-04-17 16:26:19, 606 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა სტუდენტებს პროტესტის შეწყვეტა სთხოვა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტებისა და პრემიერმინისტრის შეხვედრა დასრულდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმდნენ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, რომლითაც არსებობდა, არ უნდ არსებობდეს. აღნიშნულ საკითხზე მომდევნო კვირაში პრემიერსა და სტუდენტებს შორის მორიგი შეხვედრაც დაიგეგმა. პრემიერის თქმით, მან სტუდენტებს პროტესტის შეწყვეტა სთხოვა: "სტუდენტური პროტესტი არ არის უცხო რამ. სამწუხაროა, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულოია ზოგიერთ კორპუსში. ვთხოვე, შეწყვიტონ პროტესტი და გარკვეული გარანტიებიც გავეცი ჩემი მხრიდან. ვნახოთ, თუ გაიზიარებენ ჩემს თხოვნას, კარგი იქნება",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ჯერჯერობით უცნობია, შეწყვეტს თუ არა "აუდიტორია 115" პროტესტს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)