21:31 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 21:31:51, 415 ნახვა

პოლიტიკა
საქართველომ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს

საქართველომ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ქვეყნებს შორის სამომავლო ურთიერთობების შესახებ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და ბოსნია და ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ცრნადაკმა ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს.

სლოვაკეთში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას საერთო მისწრაფებები გააჩნია. მინისტრებმა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე ერთმანეთს ინფორმაცია გაუცვალეს. თინათინ ხიდაშელმა ბოსნია და ჰერცეგოვინას პირველ დიპლომატს თავდაცვის სფეროში საქართველოს საწვრთნელი ცენტრებისა და სხვა შესაძლებლობების გამოყენება შესთავაზა.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ საფუძველი ეყრება საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ურთიერთობის განვითარებას. ჩვენს ეს პოლიტიკური ფორმატი კონკრეტული თანამშრომლობის დასაწყებად უნდა გამოვიყენოთ. მჯერა, რომ თბილისში, მაისში დაგეგმილი კონფერენცია ძალიან კარგ შესაძლებლობას მოგვცემს ჩემს კოლეგასთან და ქართველ ოფიციალურ პირებთან ერთად თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დავსახოთ,“ - აღნიშნა იგორ ცრნადაკმა თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ბოსნია და ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მაისის ბოლოს ჩამოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics