|
2016-04-16 15:20:46, 670 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეები თსუ-ს I კორპუსიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები სლოგანით „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“ მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მიემართებიან. როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, აქციას ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და მოშიმშილე ლექტორები შეუერთდნენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრი მათთან არ მივა, „აუდიტორია 115“-ის წევრები თსუ-ს მეექვსე კორპუსს არ დატოვებენ. მისივე თქმით, სტუდენტებს ვინმემ უნდა უპასუხოს და განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე პასუხისმგებლობა აიღოს. „16 მარტს უნივერსიტეტიდან ერთადერთი პირობით გამოვედით, რომ თუ ჩვენ ისევ მოგვატყუებდნენ და შემოგვთავაზებდნენ ფსევდორეფორმებს, დავბრუნდებოდით უკან. ვერ ვხვდებით, თუ რა უდგას წინ, რომ რექტორი ყველამ ერთად აირჩიოს“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)